როგორ გამოეხმაურა ვილი სანიოლი დავითაშვილის სენტ-ეტიენში ტრანსფერს » სპორტის ხაზი

როგორ გამოეხმაურა ვილი სანიოლი დავითაშვილის სენტ-ეტიენში ტრანსფერს

როგორ გამოეხმაურა ვილი სანიოლი დავითაშვილის სენტ-ეტიენში ტრანსფერს
14-07-2024, 23:40
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენში ტრანსფერს გამოეხმაურა - ფრანგმა დამრიგებელმა ადგილობრივ გამოცემა Poteaux-carres-სთან ისაუბრა.

"სენტ ეტიენში დავიბადე და 20 წლამდე სწორედ ამ ქალაქის გუნდში ვთამაშობდი - ცხადია, ეს ჩემი სახლია და ძალიან გამიხარდა, რომ ლიგა 1-ში დავბრუნდით.

ასევე მახარებს დავითაშვილის ტრანსფერიც და მჯერა, რომ მისი პოტენციალი და პიროვნული თვისებები კარგად შეესაბამება კლუბის ღირებულებებს. ზურიკო ისეთი ფეხბურთელია, რომელიც გამარჯვებისთის მუდამ ბოლომდე იბრძვის.

შეიძლება ყველა მატჩში საუკეთესო არ იყოს, მაგრამ ინტენსივობა და თავგანწირვა არასდროს აკლია. დარწმუნებული ვარ, სენტ ეტიენის მაყურებელს ქართველი შემტევი ძალიან მოეწონება
", - განაცხადა სანიოლმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი