არც ტრავმა აწუხებს და კარგ ფიზიკურ ფორმაშიცაა - ფლიკმა განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ჰუმელსი მუნდიალისთვის » სპორტის ხაზი

არც ტრავმა აწუხებს და კარგ ფიზიკურ ფორმაშიცაა - ფლიკმა განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ჰუმელსი მუნდიალისთვის

არც ტრავმა აწუხებს და კარგ ფიზიკურ ფორმაშიცაა - ფლიკმა განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ჰუმელსი მუნდიალისთვის
10-11-2022, 15:50
Aa Aa
გაზიარება:

ჰანს ფლიკმა დღეს მუნდიალისთვის გერმანიის ნააკრების 26-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა.

ბევრისთის მოულოდნელად, სიაში ვერ მოხვდა მატს ჰუმელსი, აღნიშნული გადაწყვეტილება კი ფლიკმა შემდეგნაირად ახსნა:

"ჰუმელსი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, თუმცა სამწრვთნელო შტაბმა გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის (არმელ ბელა-კოტჩაპი) გამოგვეძახებინა. აქცენტი უფრო მომავალზე გავაკეთეთ."

ცნობისთვის, ბელა-კოჩაპი 20 წლის მცველია და პრემიერ ლიგის ბინადარი, საუთჰემპტონის ღირსებას იცავს.

რაც შეეხება გერმანიის ნაკრების შემადგენლობას, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ნოიერი, ტერ შტეგენი, კევინ ტრაპი.

მცველები: არმელ ბელა-კოჩაპი, მატიას გინტერი, კრისტიან გუნტერი, კერერი, ლუკას კლოსტერმანი, რაუმი, რუდიგერი, შლოტერბეკი, ზულე.

ნახევარმცველები: ბრანტი, გორეცკა, გიოტცე, გიუნდოგანი, ჰავერცი, კიმიხი, მუსიალა, მიულერი, ადეიემი.

თავდამსხმელები: გნაბრი, ჰოფმანი, მუკოკო, სანე, ნიკლას ფიულკრუგი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.