ვილი სანიოლის ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი იუთუბ გადაცემა "ლაი-ლაის" სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მათ შორის, ხიზანიშვილმა ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებში ირაკლი აზაროვის არ გამოძახებაზეც გააკეთა კომენტარი და ეს იმ ფაქტით ახსნა, რომ ფეხბურთელების სიის შედეგენისას, პირველი ყურადღებას სათამაშო პრაქტიკას აქცევენ, შემდეგ მოდის გოლების/ასისტების დათვლა (თუ ფეხბურთელი შემტევია) და თუ ეს ყველაფერი თანაბრადაა, უკვე გამოცდილებას ენიჭება უპირატესობა.
იხილეთ ვიდეო: