ისტორიაში შევიდა - ევროტურნირების ახალი რეკორდსმენი ქართველია » სპორტის ხაზი

ისტორიაში შევიდა - ევროტურნირების ახალი რეკორდსმენი ქართველია

ისტორიაში შევიდა - ევროტურნირების ახალი რეკორდსმენი ქართველია
14-07-2024, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, თბილისის დინამო კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მონტენეგროს მორნარ ბარს ესტუმრა და 2:1 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში თბილისელთა მხრიდან მონაწილეობა მიიღო საბა ხარებაშვილმა, რომელიც 15 წლის და 10 თვისაა - ამ მაჩვენებლით, საბა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირებზე ითამაშა.

ცნობისთვის, ქართველმა დორტმუნდის ბორუსიას თავდამსხმელის, იუსუფა მუკოკოს შედეგი გააუმჯობესა, ის 16 წლის და 18 დღის იყო, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი