'ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ხვიჩამ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს' - დელიო როსი ქართველზე » სპორტის ხაზი

'ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ხვიჩამ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს' - დელიო როსი ქართველზე

'ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ხვიჩამ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს' - დელიო როსი ქართველზე
10-11-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

'ლაციოს' , 'პალერმოსა' და 'ფიორენტინას' ყოფილმა მწვრთნელმა, დელიო როსიმ რადიო Marte-ს ეთერში 'ნაპოლისა' და ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა.

"გაკვირებული ვარ ნაპოლის მილანთან 8- ქულიანი უპირატესობის გამო. ალბათ ამას სეზონის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა. თუმცა, ლიდერობა 100 %-ით დამსახურებულია. სეზონის სტარტზე ამდენი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის წასვლა და შემდეგ მათი შეცვლა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მათ ეს ბრწყინვალედ გააკეთეს. ამაში სპალეტის როლი კი განსაკუთრებულია.

'ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ხვიჩამ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს' - დელიო როსი ქართველზე

ნაპოლი სერია A-ში პირველ ადგილზეა

"კვარაცხელია? ის ძალიან კარგად მოერგო სერია A-ს სათამაშო სტილს და დაამტკიცა თუ რა შეუძლია. ბევრი მას მარადონას ეძახის, თუმცა ჩემთვის ამგვარი შედარება მკრეხელობაა. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ მის ადგილას კონბინაციებში უფრო მარტივად ვიმოქმედებდი." - თქვა როსიმ

შეგახსნებთ იმასაც, რომ ლუჩანო სპალეტის შეგირდები სერია A-ს 38 ქულით ლიდერობენ. ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას კი იტალიის ჩემპიონატში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი