რა იქნება მიქაუტაძის ანაზღაურება მონაკოში? - ფრანგული მედია დეტალებზე წერს » სპორტის ხაზი

რა იქნება მიქაუტაძის ანაზღაურება მონაკოში? - ფრანგული მედია დეტალებზე წერს

რა იქნება მიქაუტაძის ანაზღაურება მონაკოში? - ფრანგული მედია დეტალებზე წერს
14-07-2024, 11:49
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგი მიქაუტაძემ მონაკოსთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ახალ გუნდს უახლოეს დღეებში ოფიციალურადაც შეუერთდება.

ქართველი შემტევი მომავალ კლუბთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ხოლო მის სანაცვლოდ ტრანსფერში 20 მილიონი ევრო იქნება გადახდილი.

ადგილობრივი მედია უკვე 23 წლის ფეხბურთელის ხელფასზეც ალაპარაკდა, - footmercato-ს ინფორმაციით, ბოლო კონტრაქტით გიორგი ყოფილ კლუბში თვეში 87 000 ევროს იღებდა, მოსალოდნელია, რომ ეს თანხა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ვარაუდობენ, რომ გიორგის ყოველთვიური ანაზღაურება მონაკოში 150 000 ევრო იქნება (გადასახადების ჩათვლით).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი