ვლადიმერ გუცაევი: "საქართველოს ნაკრებს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს" » სპორტის ხაზი

ვლადიმერ გუცაევი: "საქართველოს ნაკრებს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს"

ვლადიმერ გუცაევი: "საქართველოს ნაკრებს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს"
13-07-2024, 21:29
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე კომენტარი პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" ლეგენდარულმა ვლადიმერ გუცაევმა გააკეთა.

რითია ჩვენი გუნდი კარგი? იმით, რომ ახალგაზრდული შემადგენლობაა და ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. თუ ფეხბურთელებმა თავიანთი კარიერა სწორად წარმართეს და მწვრთნელებმა კარგად იმუშავეს, ვფიქრობ, რომ ამ ნაკრებს უფრო დიდი შესაძლებლობა და მომავალი აქვს. უკვე აღარავის გაუკვირდება ჩვენი ნაკრების კარგი თამაში, როგორც ეს ამ ევროპის ჩემპიონატის დროს უკვირდათ. ჩეხებთან შედარებით ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლო წამებზე მოგება შეგვეძლო. პორტუგალიას რომ მოვუგეთ, ეს მომავალში სენსაცია აღარ უნდა იყოს.

ვფიქრობ, ქართული ფეხბურთი არის იმის ღირსი, როგორც ჩვენ დროს იყო, რომ მისი სჯეროდეთ. ადრე სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს ვერ წარმოედგინა, რომ მისი გუნდი წააგებდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა მეტოქე ვინ იყო – „ინტერი“, „ნაპოლი“, „ლივერპული“, „ჰამბურგი“ თუ სხვა გუნდი, ყველას ჰქონდა შეგრძნება, რომ უნდა მოგვეგო. და რაც მთავარია – ყველა თაობას თავისი გმირები სჭირდება. მიხარია, რომ საქართველოს ნაკრების ამ თაობის ფეხბურთელები ბავშვების საყვარელი მოთამაშეები არიან. სოციალურ ქსელებში ვუყურებდი, ბავშვმა ქოჩორაშვილი დაინახა და ტირილი დაიწყო, ამით ყველაფერია ნათქვამი – ბავშვებს ამ ფეხბურთელების სახით თავიანთი კერპები ჰყავთ

- თქვა გუცაევმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი