Repubblica - 'ამ მიზეზის გამო შესაძლოა ხვიჩამ უდინეზეზ წინააღმდეგ ვერ ითამაშოს' » სპორტის ხაზი

Repubblica - 'ამ მიზეზის გამო შესაძლოა ხვიჩამ უდინეზეზ წინააღმდეგ ვერ ითამაშოს'

Repubblica - 'ამ მიზეზის გამო შესაძლოა ხვიჩამ უდინეზეზ წინააღმდეგ ვერ ითამაშოს'
10-11-2022, 15:26
Aa Aa
გაზიარება:

შესაძლოა საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნება ისევ გადაიდოს.

ცნობილი იტალიური გამოცემის Repubblica ციტირებს, რომ დიდია შანსი ფეხბურთელი 'უდინეზესთან' მატჩში მონაწილების შემთხვევაში დოპინგ- კონტროლზე ჩავარდეს. წყაროს მტკიცებით, 21 წლის შემტევი წელის ტკივილის დროს 'კორტიზონის' ნემსებს იყენებდა, რაც სპორტისთვის აკრძალულ ნივთიერებას შეიცავს.

Repubblica - 'ამ მიზეზის გამო შესაძლოა ხვიჩამ უდინეზეზ წინააღმდეგ ვერ ითამაშოს'

ხვიჩას მოედანზე დაბურნება შესაძლოა ისევ გადაიდოს

შესაბამისად არის საფრთხე, რომ 'უდინეზესთან' მატჩის შემდეგ მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდეს, რაც რასაკვირველია დიდ პრობლემებს გამოიწვევს. ამის გამო შესაძლოა კლუბმა არ გარისკოს და ქართველი მუნდიალის დასრულებამდე დაასვენოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ფეხბურთელის აგენტმა, მამუკა ჯუღელმა CalcioNapoli24-თან განაცხადა, რომ ხვიჩა დიდი ალბათობით 'უდინეზეზთან' განაცხადში იქნება.

შეგახსნებთ იმასაც, რომ 'ნაპოლი' 'უდინეზეს' შაბათს, 18:00 საათზე დაუპირისპირდება და იტალიის ჩემპიონატში თავისი პოზიციების გაძლიერებას შეეცდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი