ნაპოლიმ ტორინოდან ალესანდრო ბონჯორნო დაიმატა » სპორტის ხაზი

ნაპოლიმ ტორინოდან ალესანდრო ბონჯორნო დაიმატა

ნაპოლიმ ტორინოდან ალესანდრო ბონჯორნო დაიმატა
13-07-2024, 19:13
Aa Aa
გაზიარება:

აურელიო დე ლაურენტისმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა აქტიურად დაიწყო და ლეონარდო სპინაცოლას შემდეგ ალესანდრო ბონჯორნოც დაიმატა.

პარტენოპეის პრეზიდენტმა 25 წლის ცენტრალური მცველი ტორინოდან შეიძინა და მასთან ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით გააფორმა.

როგორც დაიწერა, დე ლაურენტისს ბონჯორნოს ტრანსფერი 40 მილიონ ევრომდე დაუჯდა, რაც აურელიოს პოლიტიკისთვის საკმაოდ დიდი დანახარჯია.

მაშ ასე, ნაპოლიმ ორი მცველი უკვე დაიმატა, ახლა კი ნახევარდაცვისა და შეტევის გაძლიერებაზე უნდა იფიქროს. უკანასკნელი ინფორმაციით, კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რომელუ ლუკაკუს დამატება იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი