"პრემიერ ლიგას ამ მიზეზის გამო დახატავდა" - სანიოლის ასისტენტი კვარას მომავალზე » სპორტის ხაზი

"პრემიერ ლიგას ამ მიზეზის გამო დახატავდა" - სანიოლის ასისტენტი კვარას მომავალზე

"პრემიერ ლიგას ამ მიზეზის გამო დახატავდა" - სანიოლის ასისტენტი კვარას მომავალზე
13-07-2024, 17:50
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა დევიდ უებმა Sky Sports-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

მისივე თქით, 23 წლის ქართველ პრემიერ ლიგის ნებისმიერ გუნდს კარგად შეეწყობოდა.

"ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია - როცა მასთან მუშაობ და ვარჯიშებზე ხედავ, ხვდები თუ რამენად მაგარია.

ჩემი აზრით, დიდი მწვერვალების დაპყრობა შეუძლია, რადგან ფენომენალური ტალანტია და გარდა ამისა, ფანტასტიკური ადამიანიცაა. კვარა თავმდაბალი პიროვნებაა, სწორი მიდგომა აქვს და ძალიან მონდომებულია. ერთი სიტყვით, საოცარი კარიერა ექნება.

მისი მთავარი ხიბლი ის არის, რომ ძალიან კარგად ერწყმის ყველა სხვა მოთამაშეს თუ ტაქტიკას.

ვფიქრობ, პრემიერლიგის გუნდს მშვენივრად შეერწყმება, რადგან მათ მსგავსად სწრაფ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს
", - განაცხადა უებმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი