კასილასი: "ევროპის ჩემპიონატზე არ ყოფილა მეკარე, რომელიც ქომაგებს გააოცებდა" » სპორტის ხაზი

კასილასი: "ევროპის ჩემპიონატზე არ ყოფილა მეკარე, რომელიც ქომაგებს გააოცებდა"

კასილასი: "ევროპის ჩემპიონატზე არ ყოფილა მეკარე, რომელიც ქომაგებს გააოცებდა"
13-07-2024, 16:48
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა COPE-სთან ინტერვიუში ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა და კონკრეტულად მეკარეების თემას შეეხო.

კასილასის თქმით, ის ამ ჩემპიონატზე გამორჩეულ მეკარეს ვერავის ხედავს და გიორგი მამარდაშვილი ინტერვიუს განმავლობაში საერთოდ არ უხსენებია, არადა ქართველი მეკარე ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია.

"ამ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ვხედავ გამორჩეულ მეკარეებს - კურტუას გარდა, რომელსაც ტრავმა ჰქონდა, ხოლო ტერ შტეგენს და ობლაკს თავიანთ გუნდებში არ გაუმართლათ.

ევროპის ჩემპიონატზე არ მინახავს მეკარე, რომელზეც იტყვიან - შეხედეთ, საოცარი დონე აქვს. უკვე ალისონი და ედერსონი აღარ არიან ისეთები, როგორებიც წინა წლებში იყვნენ.

წარსულში მუდამ იყო 8 მსოფლიო დონის მეკარე..
", - განაცხადა კასილასმა.

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილს ევროპის ჩემპიონატზე ჯამში 30 მოგერიება დაუგროვდა, რაც ამ დრომდე ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი