მათი მთავარი მეკარე არაბეთში მიდის - რომელ ინგლისურ გრანდს სურს მამარდაშვილი » სპორტის ხაზი

მათი მთავარი მეკარე არაბეთში მიდის - რომელ ინგლისურ გრანდს სურს მამარდაშვილი

მათი მთავარი მეკარე არაბეთში მიდის - რომელ ინგლისურ გრანდს სურს მამარდაშვილი
13-07-2024, 14:38
Aa Aa
გაზიარება:

წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

ქართველი მეკარის ტრანსფერზე ყველაზე მეტს მიუნხენის ბაიერნი აქტიურობდა, თუმცა, მამარდაშვილმა იქ თამაში ნოიერის გამო ამ ეტაპზე გამორიცხა - ახალგაზრდა მეკარეს მეორე ნომრად თამაში არ სურს.

football365-ის ინფორმაციით, გიორგის ტრანსფერით ლივერპული დაინტერესდა, რომელიც მზადაა ვალენსიას მოთხოვნილი თანხა გადაუხადოს.

წყაროს მტკიცებით, სავარაუდოა, რომ ინგლისური გუნდი ალისონ ბეკერმა დატოვოს, რადგან ბრაზილიელს საუდის არაბეთიდან აქვს შემოთავაზება.

აღნიშნული სცენარი კი იდეალურია გიორგი მამარდაშილისთვის, რადგან ალისონის წასვლის შემთხვევაში, 23 წლის მეკარე გუნდის ძირითადი მოთამაშე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი