ქალთა ნაკრებმა ბელორუსიის წინააღმდეგ 0:2 წააგო » სპორტის ხაზი

ქალთა ნაკრებმა ბელორუსიის წინააღმდეგ 0:2 წააგო

ქალთა ნაკრებმა ბელორუსიის წინააღმდეგ 0:2 წააგო
12-07-2024, 22:13
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ევროს საკვალიფიკაციოს შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ქალთა ნაკრები ბელორუსიას მასპინძლობდა.

ჩვენი გუნდი მატჩის ბოლომდე საყაიმო ანგარიშს ინარჩუნებდა, თუმცა 86-ე წუთიდან ორი ბურთი გაუშვა და საშინაო კედლებში 0:2 დამარცხდა.

საქართველო თავისი ქვეჯგუფის მეორე ადგილს 7 ქულით იკავებს, პირველადგილოსან ბელორუსიას კი 8-ით მეტი აქვს მოპოვებული.

ცნობისთვის, ქალთა ნაკრები თავის მომდევნო შეხვედრას 4 დღეში, 16 ივლისს გამართავს, მეტოქე კი ლიეტუვა იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი