საქართველოს მატჩი იმსაჯა - ეს არბიტრი ევროს ფინალზე იმუშავებს » სპორტის ხაზი

საქართველოს მატჩი იმსაჯა - ეს არბიტრი ევროს ფინალზე იმუშავებს

საქართველოს მატჩი იმსაჯა - ეს არბიტრი ევროს ფინალზე იმუშავებს
12-07-2024, 20:39
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალი 14 ივლისს შედგება, ერთმანეთს კი ესპანეთი და ინგლისი დაუპირისპირდებიან.

ცოტა ხნის წინ ოფიციალურმა უეფამ დაადასტურა, რომ საფინალო შეხვედრას ფრანგი არბიტრი, ფრანსუა ლეტესიე განსჯის.

სხვათა შორის, მას საქართველოს თამაშიც ჰქონდა ნამსაჯები. 35 წლის არბიტრმა საქართველოსა და ესპანეთის 1/8-ფინალური მატჩი განსაჯა.

აღნიშნულ თამაშში ლეტესიემ და მისმა თანაშემწეებმა ერთი დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც როდრის გოლისას თამაშების წესების დარღვევა არ შეიმჩნიეს და ესპანეთს გამათანაბრებელი გოლი უსამართლოდ ჩაუთვალეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი