მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ამა წლის დეკემბერში ჩატარდება და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თავისი მომავლი მეტოქეების შესახებ ეცოდინება.
უეფას დღევანდელ რეიტინგში საქართველო მესამე კალათას განეკუთნება, ჩვენ კი გთავაზობთ იმ ქვეჯგუფს, რომელიც პოტენციურად ჩვენთვის ყველაზე მძიმე და რთულად გადასალახი იქნებოდა:
1. საფრანგეთი (პირველი კალათიდან)
2. ავსტრია (მეორე კალათიდან)
3. საქართველო (მესამე კალათიდან)
4. ლუქსემბურგი (მეოთხე კალათიდან)
5. მოლდოვა (მეხუთე კალათიდან)
სხვათა შორის, არის შანსი, რომ მსოფლიო ფეხბურთის სანაკრებო გრანდი საერთოდ ავიცილოთ, თუ პირველი კალათიდან შვეიცარია, უკრაინა ან დანია ამოგვივა.