მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ამა წლის დეკემბერში ჩატარდება და საქართველოს საკუთარი მომავალი მეტოქე ნაკრებები ეცოდინება.
FIFA-ს მიმდინარე რეიტინგში ჩვენი გუნდი ევროპის მასშტაბით 34-ე ადგილზეა (სტანდარტულად 35-ზე, მაგრამ რუსეთს მუნდიალზე თამაშის უფლება არ ექნება, რაც წინ ერთი ადგილით გვწევს), ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო წილისყრაზე მესამე კალათის გუნდებთან ერთად იქნება მოხვედრილი.
საქართველოსთან ერთად მესამე კალათაში საბერძნეთი, სლოვენია, ირლანდია, ფინეთი, ალბანეთი, ისლანდია, ჩრდილო მაკედონია, მონტენეგრო, ჩრდილო ირლანდია, ბოსნია და ისრაელი არიან. შესაბამისად, სწორედ ესენი არიან ნაკრებები, რომლებთანაც ამ მოცემულობით წილისყრაზე გადაკვეთა არ მოგვიწევს.
პირველი კალათის რეიტინგი | 1-12
მეორე კალათის რეიტინგი | 13-24
მესამე კალათის რეიტინგი | 25-36 (ჩვენი კალათა)
მეოთხე კალათის რეიტინგი | 37-48
მეხუთე კალათის რეიტინგი | 49 და ზემოთ
ცნობისთვის, საქართველოს 2026 წლის მუნდიალზე მოხვედრა ახალი ერთა ლიგიდანაც შეეძლება, რომელიც სტარტს ამა წლის შემოდგომაზე აიღებს.