"50-ჯერ დიდი ბიუჯეტი აქვთ და მაინც მოვუგეთ" - დინამოს მეტოქის მწვრთნელი დასცინის? » სპორტის ხაზი

"50-ჯერ დიდი ბიუჯეტი აქვთ და მაინც მოვუგეთ" - დინამოს მეტოქის მწვრთნელი დასცინის?

"50-ჯერ დიდი ბიუჯეტი აქვთ და მაინც მოვუგეთ" - დინამოს მეტოქის მწვრთნელი დასცინის?
12-07-2024, 18:50
Aa Aa
გაზიარება:

დინამო თბილისმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დაიწყო. საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის ჩემპიონი მონტენეგროულ მორნარს ეწვია და 2:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ დინამო თბილისისა და აღნიშნული მატჩის შესახებ კომენტარი მეტოქე გუნდის დამრიგებელმა გააკეთა, რომელმაც ყურადღება დინამოელთა მოზრდილ ბიუჯეტზე გაამახვილა.

მოვახერხეთ ისეთი კლუბის დამარცხება, რომელსაც ჩვენზე, შესაძლოა, 50-ჯერ მეტი საშემოსავლო ბიუჯეტი აქვს. დინამო თბილისი ქართული ფეხბურთის გიგანტია, მაგრამ ჩვენი ძალა ბრწყინვალედ გამოვავლინეთ. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან მათ ნამდვილი ფეხბურთი ითამაშეს.

- თქვა მორნარის მწვრთნელმა, ზორან ჯურასკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისისა და მორნარის განმეორებითი შეხვედრა 6 დღეში, 18 ივლისს დინამო არენაზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი