"აქ კონკურენციისთვის მოვედი", - ვალენსიას ახალმა მეკარემ მამარდაშვილზეც ისაუბრა » სპორტის ხაზი

"აქ კონკურენციისთვის მოვედი", - ვალენსიას ახალმა მეკარემ მამარდაშვილზეც ისაუბრა

"აქ კონკურენციისთვის მოვედი", - ვალენსიას ახალმა მეკარემ მამარდაშვილზეც ისაუბრა
12-07-2024, 14:54
Aa Aa
გაზიარება:

ვალენსიამ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი რაიო ვალეკანოდან, უფასოდ დაიმატეს.

30 წლის მაკედონიელმა მეკარემ მედიასთან გიორგი მამარდაშვილზე და მასთან კონკურენციაზეც ისაუბრა.

"ბედნიერი და მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის. ვალენსიაში ჩემი პირველი დღეები ძალიან კარგი, ყველა მეხმარება გუნდთან ადაპტირებაში - მოუთმენლად ველოდები კონკურენციას და ჩემი შესაძლებლობების დამტკიცებას.

ვალენსიასთან კოტნრაქტს რომ ვაფორმებდი, ვიცოდი, რომ მამარდაშვილი აქ იყო - ის დიდებული მეკარეა, რასაც უკვე 2 წელია ამტკიცებს და ახლახანს ევროპის ჩემპიონატზეც აჩვენა. კონკურენციისთვის მოვედი, მეტი არაფერი
", - განაცხადა დიმიტრიევსკიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი