როგორც უკვე მოგახსენეთ, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები კარგი თამაშის გამო, გიორგი მიქაუტაძის მიმართ გუნდების ყურადღება გაორმაგდა.
ქართველი შემტევის სახელი ბოლო დღეებში არაერთ კლუბს დაუკავშირეს, მაგრამ მათგან ყველაზე რეალური 4 ვარიანტი იყო - მონაკო, რომა, ვესთ ჰემი და ლანსი.
თუ იტალიურ გამოცემა Corriere dello Sport-ს დავუჯერებთ, დღეიდან 23 წლის ქართველი ფორვარდი რომას საზაფხულო სატრანსფერო სიაში პირველ ადგილზე იმყოფება, ყველაზე მეტად ტრანსფერით კი მთავარი მწვრთნელი, დანიელე დე როსია დაინტერესებული.
ცნობისთვის, რომაელები მზად არიან მიქაუტაძის ტრანსფერი 20-25 მილიონი ევრო გადაიხადონ, რაც მეცისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს.