"100 თამაშს გავცვლიდი სანაკრებო ტურნირისთვის" - რას ამბობდა კობიაშვილი 2014 წელს » სპორტის ხაზი

"100 თამაშს გავცვლიდი სანაკრებო ტურნირისთვის" - რას ამბობდა კობიაშვილი 2014 წელს

"100 თამაშს გავცვლიდი სანაკრებო ტურნირისთვის" - რას ამბობდა კობიაშვილი 2014 წელს
10-07-2024, 20:48
Aa Aa
გაზიარება:

საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არქივში არაერთი საინტერესო პროექტი ინახება, რომლებიც დროის სვლასთან ერთად ტელეეკრანებიდან შეუმჩნევლად გაქრნენ.

ერთ-ერთი ასეთი დავით მინაშვილის საავტორო გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვა" გახლავთ, სადაც ქართველ სპორტულ ჟურნალისტსა და საფეხბურთო კომენტატორს არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა აქვს განხილული.

ჯერ კიდევ 10 წლის წინ, დავით მინაშვილს გადაცემაში სტუმრად ლევან კობიაშვილი ჰყავდა მიწვეული, რომელიც გადაცემის ჩაწერიდან 1 წელში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. აი, რას ამბობდა კობიაშვილი მაშინ საქართველოს ნაკრებზე:

იმ ასივე თამაშს გავცვლიდი რაიმე დიდ სანაკრებო ტურნირზე მოხვედრისთვის, რომლებიც ნაკრების მაისურით მაქვს ჩატარებული. ეს მუდმივად ჩემი ოცნება იყო, რომ მარტო ერთ დიდ ფორუმზე მაინც მეთამაშა, ევროზე ან მსოფლიოზე.

- ამბობდა კობიაშვილი, მისი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის დროს კი ნაკრებმა დიდ სანაკრებო ფორუმზე გასვლა მართლაც მოახერხა, რაშიც კობიაშვილსაც დიდი წვლილი მიუძღვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი