დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე ევრო 2024-ის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ინგლისისა და ნიდერლანდების ნაკრებებს შორის გაიმართება, რომლის გამარჯვებულიც ფინალში ესპანეთს შეხვდება.
აღნიშნული 1/2-ფინალური მატჩის მთავარ არბიტრად უეფამ გერმანელი ფელიქს ცვაიერი დანიშნა, რომელსაც 2006 წელს ბრალი თამაშის ჩაწყობის გამო წარუდგინეს, არბიტრმა კი ბრალდება ოფიციალურად აღიარა.
როგორც გაირკვა, ცვაიერმა 2004 წლის თამაში ვუპერტალსა და ვერდერის მეორე გუნდს შორის ჩააწყო, დანაშაულის აღიარებამ კი გერმანელს ბრალი შეუმსუბუქა და მსაჯობას მხოლოდ 6 თვის ვადით ჩამოაცილა.
სხვათა შორის, ფელიქს ცვაიერი მორიგ სკანდალში 2021 წელს გაეხვა, ამჯერად კი მას საქმე ჯუდ ბელინგემთან ჰქონდა. მიუნხენის ბაიერნისა და დორტმუნის ბორუსიას შეხვედრაში ცვაიერმა ყვითლების კარში საკამათო პენალტი დანიშნა, რაც ჯერ კიდევ დორტმუნდში მყოფმა ბელინგემმა ასე გააპროტესტა: