გუნდში შესანიშნავი განწყობაა - ბორჯღალოსნები სამოასთან მატჩისთვის ემზადებიან » სპორტის ხაზი

გუნდში შესანიშნავი განწყობაა - ბორჯღალოსნები სამოასთან მატჩისთვის ემზადებიან

გუნდში შესანიშნავი განწყობაა - ბორჯღალოსნები სამოასთან მატჩისთვის ემზადებიან
9-11-2022, 23:19
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მეორე ნოემბრის ტესტმატჩისთვის ემზადება. ბორჯღალოსნები 12 ნოემბერს „დინამო არენაზე“ სამოასთან გასამართი მატჩისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ვარჯიშობენ.

ურუგვაისთან 34:18 მოგებული მატჩის შემდეგ, მუხლის ტრავმა მიიღო და 1,5-2 თვე გაუცდება გიორგი კვესელაძეს. მცირე დაზიანება აქვს ბექა გორგაძეს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით ის შაბათის თამაშს მზადყოფნაში შეხვდება.

გუნდში შესანიშნავი განწყობაა - ბორჯღალოსნები სამოასთან მატჩისთვის ემზადებიან

მზადება სამოასთან მატჩისთვის

დღეს ბორჯღალოსნებმა გულშემატკივრებისთვის ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს.

„სამოა ფიზიკური გუნდია და რთული თამაში გველის. ამ კვირაში ჩვენი მთავარი საზრუნავი ენერგიის აღდგენა და საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაში შესვლაა, ასევე ურუგვაისთან დაშვებული შეცდომების გამოსწორება." - განაცხადა დერეფნის მწვრთნელმა, პოლ ტიტომ.

„სამოელებმა განვლილი თამაში იტალიასთან დიდი სხვაობით დათმეს, თუმცა ძალიან კარგი გუნდია და რთულ შეხვედრას ველით. მოსამზადებლად მოკლე კვირა გვაქვს და მხოლოდ ორი სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება მოვახერხეთ. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ მზად ვართ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ურუგვაისთან ბევრი ბურთი დავკარგეთ და ამ კონპონენტს დიდი ყურადღება დავუთმეთ. იმედი მაქვს ბურთს მეტად შევინარჩუნებთ და მაყურებელიც უფრო ლაღ და სანახაობრივ შეხვედრას იხილავს“ – თქვა თედო აბჟანდაძემ.


ნაკრები რაგბის რეიტინგში სამოაზე წინ იმყოფება

შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნული დაპირისპირება 12 ნოემბერს 18:00 საათზე არის ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი