მერაბ დვალიშვილი - "რუსეთი ოკუპანტია. პიოტრ იანის დამარცხება ყველაზე სასიამოვნო იყო" » სპორტის ხაზი

მერაბ დვალიშვილი - "რუსეთი ოკუპანტია. პიოტრ იანის დამარცხება ყველაზე სასიამოვნო იყო"

მერაბ დვალიშვილი - "რუსეთი ოკუპანტია. პიოტრ იანის დამარცხება ყველაზე სასიამოვნო იყო"
9-07-2024, 12:43
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი მაიკლ ბისპინგის და ენტონი სმიტის პოდკასტში მიიწვიეს სტუმრად, სადაც მან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

შონ ომალისთან ბრძოლაზე:

- ვიცი რომ მომდევნო მეტოქე ომალი იქნება თუმცა როდის ვიჩხუბებთ ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია. მან რამდენჯერმე მახსენა და ჩემს შესახებ ვიდეოები გაავრცელა სადაც ჩემს დაცინვას ცდილობს. ეს მახარებს რადგან მე მას ბრძოლაში 2018 წლიდან მოყოლებული ვიწვევ, ახლა კი ვფიქრობ, რომ საუკეთესო დროა მასთან ჩხუბისთვის.

ომალისთან ბრძოლის ტაქტიკაზე:

- მთელ მსოფლიოს ვანახებ რომ სტრაიკინგშიც ძლიერი ვარ. ომალი ჩემგან ელის რომ ვიჭიდავებ, თუმცა ასე არ იქნება. მე მას სახეში ძლიერად მოვარტყამ, მინდა დავამტკიცო რომ სტრაიკინგშიც მაგარი ვარ. ვფიქრობ მასზე უკეთესი მებრძოლი ვარ, თუმცა მის შესაძლებლობებს პატივი უნდა ვცე.

კარიერის საამაყო ბრძოლაზე:

- ყველაზე მეტად პიოტრ იანთან მოგებული ორთაბრძოლით ვამაყობ. რუსულ პოლიტიკას ვეწინააღმდეგები, რადგან რუსეთი ოკუპანტია და მას ჩემი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. გარდა ამისა იანს ადამიანების ჩაგვრა უყვარს, სწორედ ამიტომ მისი დამარცხება კიდევ უფრო სასიამოვნო იყო.

შეგახსენებთ რომ ბოლო ბრძოლაში მერაბმა მექსიკელი ჰენრი სეხუდო დაამარცხა, რის შემდეგაც დანამდვილებით ვიცით, რომ მისი შემდეგი ბრძოლა ქამრისთვის იქნება მოქმედ ჩემპიონ შონ ომალის წინააღმდეგ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი