ოსიმენის შემცვლელის პოვნა უფრო რთული იქნება ვიდრე კვარაცხელიასი - იტალიელი აგენტი » სპორტის ხაზი

ოსიმენის შემცვლელის პოვნა უფრო რთული იქნება ვიდრე კვარაცხელიასი - იტალიელი აგენტი

ოსიმენის შემცვლელის პოვნა უფრო რთული იქნება ვიდრე კვარაცხელიასი - იტალიელი აგენტი
9-07-2024, 11:46
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი იტალიელი საფეხბურთო აგენტის გაეტანო ფედელეს თქმით, ნაპოლის ამ სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას კვარაცხელიას და ოსიმენის გასხვისებით შეუძლია მნიშვნელოვანი თანხა გამოიმუშავოს, რითაც შეძლებს რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას.

გაეტანო ფედელე:

- ვფიქრობ დაცვა სწორედ ის წერტილია რომლის აშენებაც პრაქტიკულად 0-დან უნდა დავიწყოთ. წინა სეზონში ეს პოზიცია ყველაზე სუსტი იყო.

- კვარაცხელიას და ოსიმენის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია. მათი გასხვისებით კლუბს შესაძლებლობა მიეცემა მნიშვნელოვანი სატრანსფერო თანხა გამოიმუშავოს და რამდენიმე კარგი ფეხბურთელი მოიყვანონ.

- ამ ფონზე მნიშვნელოვანია განვიხილოთ მათი პოტენციური შემცვლელები. ლუკაკუ არ ვიცი რამდენად სწორი არჩევანი იქნება. მას დიდი ხელფასი აქვს და გამიკვირდება თუ ის ნეაპოლში გადმოვა. ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მესი არ არის, ამიტომ მისი ხელფასი გამართლებული არ არის.

- წარმოვიდგენ იმ მომენტს როდესაც კვარაცხელია შესაძლოა ახალ კონტრაქტს არ დათანხმდეს, მაგრამ ნაპოლისთვის უფრო რთული მაინც ვიქტორ ოსიმენის შეცვლა იქნება.

იტალიურ მედიაში გავრცელებული უკანასკნელი ცნობებით, კვარაცხელიასა და ნაპოლის შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ნაპოლი კვარას 5.5 მილიონამდე ანაზღაურებას სთავაზობს, რაც ქართველის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი