კვარაცხელია, მამარდაშვილი და მიქაუტაძე საუკეთესოთა შორის » სპორტის ხაზი

კვარაცხელია, მამარდაშვილი და მიქაუტაძე საუკეთესოთა შორის

კვარაცხელია, მამარდაშვილი და მიქაუტაძე საუკეთესოთა შორის
8-07-2024, 23:03
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი გამოცემა Goal იუწყება იმ ფეხბურთელების შესახებ, რომელთა სატრანსფერო ღირებულება ევრო 2024-ის შემდეგ აუცილებლად გაიზრდება.

გამოცემის სიაში სულ 14 ფეხბურთელი მოხვდა, მათგან 3 კი ქართველია.

ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველ დიდ ტურნირზე ხვიჩამ თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა. მან ეს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს დროს მოახერხა როდესაც საქართველოს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ეს გამარჯვება მისთვის და მისი გუნდისთვის ნამდვილად ისტორიული იყო.

გიორგი მამარდაშვილი

ევრო 2024-ზე გიორგი მამარდაშვილმა ნამდვილად დაამტკიცა რომ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა. მიუხედავად გაშვებული გოლებისა და მან თავი საოცარი სეივებით დაგვამახსოვრა. გიორგის ასაკს თუ გავითვალისწინებთ მისი სატრანსფერო ფასი საკმაოდ მაღალი იქნება.

გიორგი მიქაუტაძე

მესამე ქართველი ფეხბურთელი რომელიც ამ სიაში მოხვდა გიორგი მიქაუტაძეა. ის ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში შევიდა, როგორც დებიუტანტი რომელმაც ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა და უფრო მეტიც, ის ჯგუფური ეტაპის ერთპიროვნული ბომბარდირი გახდა 3 გატანილი გოლით. მიქაუტაძე უდიდესი ალბათობით ფრანგულ კლუბ "მეცს" დატოვებს, რომელიც ლიგა 2-ში დაქვეითდა. სად გააგრძელებს კარიერას ჟორჟი ამ ეტაპზე უცნობია, რადგან მის მსურველთა შორის კონკურენცია საკმაოდ მაღალია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი