Sky Sport: კვარაცხელია ნაპოლიში აუცილებლად დარჩება, მას მხოლოდ ორი არჩევანი აქვს » სპორტის ხაზი

Sky Sport: კვარაცხელია ნაპოლიში აუცილებლად დარჩება, მას მხოლოდ ორი არჩევანი აქვს

Sky Sport: კვარაცხელია ნაპოლიში აუცილებლად დარჩება, მას მხოლოდ ორი არჩევანი აქვს
8-07-2024, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოსალოდნელი იყო ქართველ ფეხბურთელს კონტეს ახალი ფორმაციის ნაპოლიში მნიშვნელოვანი როლი ექნება.

Sky Sport-ის ინფორმაციით ქართველ ვარსკვლავს ნაპოლი არც ერთ შემთხვევაში არ გაასხვისებს.

არსებული მდგომარეობით კვარას მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - გააფორმოს ახალი ხელშეკრულება გაუმჯობესებული პირობებით ან მოქმედი კონტრაქტით მოუწევს ნეაპოლელთა რიგებში დარჩენა.

იტალიური პრესის ინფორმაციით დე ლაურენტისის გუნდი ქართველ შემტევს 5.5 მილიონამდე ხელფასს სთავაზობს ბონუსების ჩათვლით, თუმცა მხარეებს ჯერჯერობით შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

შეგახსენებთ რომ მოქმედი ხელფასით კვარაცხელია მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს წლიურად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი