იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია ფეხბურთისთვის ძვირფასი მოთამაშეა" » სპორტის ხაზი

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია ფეხბურთისთვის ძვირფასი მოთამაშეა"

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია ფეხბურთისთვის ძვირფასი მოთამაშეა"
8-07-2024, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

„კვარა ძლიერია, კარგი ევროპის ჩემპიონატიც ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ვარსკვლავის დაბადება, რადგან იქ უკვე ვარსკვლავის სტატუსით ითამაშა.

მას „ნაპოლისთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს თუმცა კლუბი მზადაა ანაზღაურება რამდენჯერმე გაუზარდოს. პრობლემა ისაა, რომ პარიზული გრანდი 7.5 მილიონს სთავაზობს, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პერსპექტივით.

რა უნდა გააკეთოს ამ დროს ფეხბურთელმა? დე ლაურენტისმა შეიძლება პსჟ-ს 80 მილიონი მოსთხოვოს, მაგრამ კონტეს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს.

კვარაცხელია მიმზიდველი ფეხბურთელია, ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში განსაკუთრებით შთამბეჭდავია და ზოგადად ფეხბურთისთვის ძვირფასი ფეხბურთელია. ის ქმნის რიცხობრივ უპირატესობას, უთავისუფლებს სივრცეებს თანაგუნდელებს რასაც გუნდისთვის გოლები მოაქვს. როგორ დამთავრდება ეს სიტუაცია? ფეხბურთელის სურვილი გადამწყვეტია. თუ ის „ნაპოლიში“ დარჩენას გადაწყვეტს, გულშემატკივრებისთვის დიდ საქმეებს გააკეთებს“, - თქვა პადოვანმა.

შეგახსენებთ რომ კვარაცხელია და მისი აგენტი მამუკა ჯუღელი ნაპოლისთან მოლაპარაკებებს დიდი ხანია აწარმოებენ, თუმცა შეთანხმება ბოლომდე მიღწეული ჯერ კიდევ არ არის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი