მამარდას ევროს სიმბოლურში შეყვანის შანსი გაზრდილია! - 1994 წლის მაგალითი » სპორტის ხაზი

მამარდას ევროს სიმბოლურში შეყვანის შანსი გაზრდილია! - 1994 წლის მაგალითი

მამარდას ევროს სიმბოლურში შეყვანის შანსი გაზრდილია! - 1994 წლის მაგალითი
7-07-2024, 17:53
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს 1/8-ფინალიდან გამოეთიშა, მაინც საკმაოდ დიდი შანსია იმისა, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვდეს.

ამ დრომდე გიორგის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი პორტუგალიელი დიოგო კოშტა იყო, რომელმაც სლოვენიასთან საოცარი პენალტების სერია ჩაატარა და თავისი გუნდი 1/4-ფინალში მარტომ გაიყვანა, თუმცა რამდენადაც კარგი იყო კოშტა სლოვენიასთან, იმდენად უშედეგო აღმოჩნდა საფრანგეთთან, რომელთან გამართულ პენალტების სერიაშიც მან ვერაფერი ღირებული ვერ გააკეთა.

ცხადია, წინ ნახევარფინალური მატჩებია და ქართველის საკონკურენტო დონეზე ჯერ კიდევ 4 მეკარის ვარიანტია, მაგრამ თუ ობიექტურად შევაფასებთ, ამ ტურნირზე იმაზე კარგი სამეკარეო პერფორმანსი ნამდვილად არ მოიძებნება, ვიდრე ეს გიორგი მამარდაშვილმა შემოგვთავაზა. თავი დავანებოთ იმას, რომ გიორგის ყველაზე მეტი სეივი აქვს (30), მთავარი ისაა, რომ ქართველი მეკარე მთელი ტურნირის განმავლობაში ძალიან დამაჯერებელი იყო და რამდენიმე გასაოცრად რთული დარტყმულიც აიღო, რომლებსაც, სხვათა შორის, აქვთ შანსი, რომ ტურნირის საუკეთესო მოგერიებად დასახელდნენ. მაგალითად, ასეთი ერთ-ერთია პორტუგალიელი დალოსთვის აღებული შორეული გასროლა, რომელსაც ანალოგი ნაკლებად თუ მოენახება.

ახლა, რაც შეეხება 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემთხვევას, ის ბელგიასა და მათ მეკარეს, მიშელ პრუდომს უკავშირდება. ბელგია 1994 წლის მუნდიალზე ჩვენსავით 1/8-ფინალში გავარდა, თუმცა პრუდომი საბოლოოდ ტურნირის საუკეთესო გუნდში მაინც შეიყვანეს, რაც გიორგი მამარდაშვილის შანსებს კიდევ უფრო რეალურს ხდის.

ამდენად, ფაქტი, რომ მეკარე 1/8-ფინალიდან ეთიშება ტურნირს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის შანსებს კარგავს და დიდი იმედი გვაქვს, რომ გიორგი მამარდაშვილი ამ ყველაფერს ბელგიელი მეკარის მსგავსად კიდევ ერთხელ დაამტკიცებს.

მამარდას ევროს სიმბოლურში შეყვანის შანსი გაზრდილია! - 1994 წლის მაგალითი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი