დასანანი მიზეზი - რატომ ვერ შედგა ლაშა დვალის ინგლისურ კლუბში ტრანსფერი » სპორტის ხაზი

დასანანი მიზეზი - რატომ ვერ შედგა ლაშა დვალის ინგლისურ კლუბში ტრანსფერი

დასანანი მიზეზი - რატომ ვერ შედგა ლაშა დვალის ინგლისურ კლუბში ტრანსფერი
6-07-2024, 18:32
Aa Aa
გაზიარება:

ბევრმა არ იცის, მაგრამ ლაშა დვალს 2013 წელს ინგლისურ რედინგში შეეძლო თამაში, მაგრამ ტრანსფერი დასანანი მიზეზის გამო ჩაიშალა.

საქართველოს ნაკრების მცველის ტრანსფერი იმიტომ არ შედგა, რომ 18 წლის ლაშა დვალს სამუშაო ვიზა არ ჰქონდა. აღნიშნულს ინგლისური მედია იხსენებს და წერს, რომ რედინგმა დვალის სახით დიდი ძალა დაკარგა:

დვალს სამუშაო ნებართვის არქონამ ხელი შეუშალა და რედინგის გულშემატკივრებმა ვერ ნახეს მისი პოტენციალი. არადა, საუბარია მცველზე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად ითამაშა. მისი მიღებული გამოცდილება გვიჩვენებს, როგორი სარგებელი შეიძლებოდა მოეტანა მას ინგლისური გუნდისთვის. რედინგმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა და ვერ გამოიყენა დვალის ნიჭი.

- დაწერა footballleagueworld-მა.

ცნობისთვის, 29 წლის ლაშა დვალი ახლა კვიპროსულ აპოელში თამაშობს, სადაც ის უნგრული ფერენცვაროშიდან გადავიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი