ცოტნე ფაცაციამ ბათუმი დატოვა და კარიერას კვლავ ეროვნული ლიგის გუნდში გააგრძელებს » სპორტის ხაზი

ცოტნე ფაცაციამ ბათუმი დატოვა და კარიერას კვლავ ეროვნული ლიგის გუნდში გააგრძელებს

ცოტნე ფაცაციამ ბათუმი დატოვა და კარიერას კვლავ ეროვნული ლიგის გუნდში გააგრძელებს
5-07-2024, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

ცოტნე ფაცაციამ ბათუმის დინამო დატოვა და კარიერას ქუთაისის ტორპედოში გააგრზელებს - ინფორმაციას ამის თაობაზე ქუთაისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობილია ისიც, რომ ტორპედომ ფეხბურთელში თანხა გადაიხადა, მაგრამ კონკრეტული ციფრები ამ ეტაპზე არ სახელდება. ფაცაციამ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ტორპედოს მხრიდან მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.

"ქუთაისის “ტორპედომ” ბათუმის “დინამოდან” სასყიდლიანი ტრანსფერი განახორციელა - 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ცოტნე ფაცაცია ჩვენი კლუბის მაისურს მოირგებს.

ფეხბურთელსა და ტორპედოს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, კლუბის მხრიდან მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.

ცოტნე ფაცაცია ბოლოს ბათუმის დინამოს ღირსებას იცავდა. იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრიც.

აღსანიშნავია, რომ ის ეროვნული ლიგის გასული წლის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს. მისი გოლი ისეთი ფეხბურთელების გვერდით მოხვდა, როგორებიც არიან: ჰარი კეინი, კილიან მბაპე და ფედერიკო დიმარკო
", - წერია კლუბის განცხადებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი