ხვიჩა ნაპოლიში რჩება - ტრანსფერი თითქმის გამორიცხულია » სპორტის ხაზი

ხვიჩა ნაპოლიში რჩება - ტრანსფერი თითქმის გამორიცხულია

ხვიჩა ნაპოლიში რჩება - ტრანსფერი თითქმის გამორიცხულია
4-07-2024, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Tuttosport-მა დაწერა, ხვიჩა კვარაცხელია გაისად არცერთ სხვა კლუბში არ გადავა და ახალ სეზონსაც ნაპოლიში გაატარებს.

გამოცემის მტკიცებით, საქართველოს ნაკრების ლიდერს ხელფასი 5.5 მილიონ ევრომდე გაეზრდება, რაც ხვიჩას შენარჩუნების მთავარი ბერკეტი და მიზეზი იქნება.

არადა, კვარათი პარი სენ-ჟერმენი აქტიურად იყო დაინტერესებული. ფრანგული მხარე 100 არა, მაგრამ 60 მილიონ ევროს კი იხდიდა, რაც დე ლაურენტისმა არაერთხელ დაბლოკა.

ყველაფერი ისე ჩანს, რომ 2024/2025 წლების ახალი ფორმაციის ნაპოლის მთავარი ქვაკუთხედი სწორედ კვარაცხელია იქნება, ანტონიო კონტე კი ქართველთან ერთად წარმატებული სეზონის ჩატარებას შეეცდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი