დავით ხოჭოლავამ ფანტასტიკურად ითამაშა! - ქართველი ტურის სიმბოლურშიც მოხვდა » სპორტის ხაზი

დავით ხოჭოლავამ ფანტასტიკურად ითამაშა! - ქართველი ტურის სიმბოლურშიც მოხვდა

დავით ხოჭოლავამ ფანტასტიკურად ითამაშა! - ქართველი ტურის სიმბოლურშიც მოხვდა
9-11-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" დანიის ჩემპიონატში უკანასკნელი შეხვედრა 6 ნოემბერს "ლიუნგბიუს" წინააღმდეგ საკუთარ კედლებში გამართა, სადაც მასპინძლებმა 3:0 დამაჯერებლად მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ცენტრალურმა მცველმა შეხვედრა კვლავაც ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მატჩი ბოლომდე, შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა დაპირისპირების დასრულებისას უცხოური Sofascore-სგან 7.4 სარეიტინგო ქულა მიიღო, რამაც განაპირობა ის, რომ დავით ხოჭოლავა დანიის "სუპერლიგის" კვირის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

დავით ხოჭოლავამ ფანტასტიკურად ითამაშა! - ქართველი ტურის სიმბოლურშიც მოხვდა


შეგახსენებთ, რომ "კოპენჰაგენი" მომდევნო შეხვედრას დღეს, დანიის თასის 1/8 ფინალში "თისთედის" წინააღმდეგ 21:00 საათზე ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.