ვინ ირბინა ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე ბევრი? » სპორტის ხაზი

ვინ ირბინა ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე ბევრი?

ვინ ირბინა ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე ბევრი?
4-07-2024, 20:04
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი შესანიშნავი გამოვიდა. ჩვენი გუნდი ჯერ ჯგუფიდან გავიდა, შემდეგ კი უძლიერესი ესპანეთის წინააღმდეგ ღირსეულად დამარცხდა.

ამავე ტურნირის შესახებ ინგლისურ მედიაში საინტერესო სტატისტიკა ქვეყნდება, რომელშიც ყველაზე მეტი კილომეტრის დამფარავი ფეხბურთელების სიაა შედგენილი.

როგორც დაიწერა, ყველაზე მეტი საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ქოჩორაშვილმა ირბინა, რომელიც ამ სტატისტიკით საუკეთესო ათეულის მეოთხეზე პოზიციაზე გავიდა.

საქართველოს ნაკრებისა და ლევანტეს ფეხბურთელმა 4 შეხვედრაში ჯამურად 30 კილომეტრის დაფარვა მოახერხა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია, არადა, იყო დრო, როდესაც თემურ ქეცბაია ნაკრების მოთამაშეებს ბევრ სირბილს და ფიზიკურ დატვირთვას სთხოვდა, ახლა კი ამ კომპონენტშიც გასაოცარი პროგრესი გვაქვს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი