"ხვიჩა სალაჰის იდეალური შემცვლელია" - ლივერპულს ყოფილმა ვარსკვლავმა კვარას შეძენა ურჩია » სპორტის ხაზი

"ხვიჩა სალაჰის იდეალური შემცვლელია" - ლივერპულს ყოფილმა ვარსკვლავმა კვარას შეძენა ურჩია

"ხვიჩა სალაჰის იდეალური შემცვლელია" - ლივერპულს ყოფილმა ვარსკვლავმა კვარას შეძენა ურჩია
4-07-2024, 17:59
Aa Aa
გაზიარება:

ლივერპულის და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა დიტმარ ჰამანმა მერსისაიდულ კლუბს ნაპოლის ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ურჩია.

"ხვიჩა ის ფეხბურტელია, რომელსაც ხალხი აღტაცებაში მოჰყავს - მსგავსი მოთამაშეების დანახვისას, ფანები ბილეთში ფულის გადახდას არ ინანებენ. შაბათს თამაშზე წასვლისას, ქომაგებს სწორედ ასეთი ფეხბურთელების ხილვა სურთ, ვინც სკამიდან წამოხტომას რაც შეიძლება ხშირად აიძულებენ.

იმასაც დავაკვირდი, რომ ქართველი ძალიან მორიდებული ბიჭია. ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულში სალაჰის შემცვლელად იდეალური ვარიანტი იქნებოდა და დროა კლუბმა ამაზე მუშაობა დაიწყოს
", - განაცხადა ჰამანმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი