ლორიამ დინამო დატოვა - ქართველი მეკარის ახალი კლუბი ცნობილია » სპორტის ხაზი

ლორიამ დინამო დატოვა - ქართველი მეკარის ახალი კლუბი ცნობილია

ლორიამ დინამო დატოვა - ქართველი მეკარის ახალი კლუბი ცნობილია
4-07-2024, 14:54
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ თბილისის დინამო ოფიციალურად დატოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქური კლუბის პრესსამსახურიც ადასტურებს: "გიორგი ლორიამ დინამო დატოვა. ლორი, მადლობას გიხდით კლუბში გატარებული პერიოდისთვის და გისურვებთ წარმატებას", - წერია კლუბის განცხადებაში.

ცნობილი გახდა ისიც, რომ 38 წლის მეკარე კვიპროსში დაბრუნდება და კარიერას კვიპროსის უმაღლესი ლიგის ბინადარ არადიპუს ომონიაში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, გიორგი ლორია 2019-2023 წლებში კვიპროსსის ანორთოსისის ღირსებას იცავდა და ამ ჩემპიონატში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება ლორიას ახალ კლუბს, ომონია ქვეყნის უმაღლეს ლიგაში წელს აღზევდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი