ზურიკო სენტ ეტიენს უახლოვდება | მორიგი ქართველი ლიგა 1-ში? » სპორტის ხაზი

ზურიკო სენტ ეტიენს უახლოვდება | მორიგი ქართველი ლიგა 1-ში?

ზურიკო სენტ ეტიენს უახლოვდება | მორიგი ქართველი ლიგა 1-ში?
3-07-2024, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ფრანგულ მედიაში დაიწერა, ლიგა 1-ში აღზევებული სენტ ეტიენი ბორდოს ქართველი ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის დამატებას შეეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა და ისტორიულმა კლუბმა ბორდოს ქართველის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო შესთავაზა.

იმის გათვალისწინებით, რომ ზურიკოს და მის ოჯახს კლუბის გამოცვლა სურთ, დიდი შანსია, რომ თავად ფეხბურთელმა ტრანსფერზე თანხმობა განაცხადოს, თანაც ბორდო კვლავ ლიგა 2-შია, სენტ ეტიენი კი უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს.

ზურიკომ 2023/2024 წლების სეზონში ბორდოსთან ერთად ყველა ტურნირზე 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი