კონტრაქტის განახლებას აპირებს - რა მინიშნება მოგვცა სანიოლმა » სპორტის ხაზი

კონტრაქტის განახლებას აპირებს - რა მინიშნება მოგვცა სანიოლმა

კონტრაქტის განახლებას აპირებს - რა მინიშნება მოგვცა სანიოლმა
3-07-2024, 18:59
Aa Aa
გაზიარება:

ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე წარმატებული მწვრთნელი რომ არის, ამაზე ორი აზრი არაა, ჩვენ კი სწორედ ამიტომ გვსურს, რომ ფრანგი სპეციალისტი ეროვნულ გუნდში კიდევ დიდი ხნით დარჩეს.

საქართველოში საზეიმოდ ჩამოსულ ნაკრებს, ცხადია, ვილი სანიოლიც ჩამოჰყვა, რომელმაც ნაკრების გულშემატკივარს ერთი მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ გაუმახვილა ყურადღება. აი, რა თქვა მან:

პირველი 3.5 წელი ნაკრებში წარმატებული გამოგვივიდა, მე კი ვიმედოვნებ, რომ მომდევნო 3.5 წელი კიდევ უფრო წარმატებული გამოდგება.

- თქვა სანიოლმა.

ცნობისთვის, გარკვეული ხნის წინ დაიწერა, რომ ირლანდიის ნაკრები სანიოლის პასუხს ელოდებოდა. როგორც ამბობდნენ, ვილის სწორედ ეს ნაკრები უნდა ჩაებარებინა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით თითქმის აღარაფერი იწერება.

სანიოლმა ისიც თქვა, რომ ფედერაციასთან შეხვედრას და ყველაფრის განხილვას აპირებს. ვილის გაკეთებული კომენტარიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფრანგი სპეციალისტი მომდევნო წლებშიც საქართველოს დამრიგებელი იქნება!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი