"ვოლკანოვსკისთან გაუმართლა და მაქსთან ჩხუბსაც ამიტომ არიდებს თავს", - პიმბლეტი თოფურიაზე » სპორტის ხაზი

"ვოლკანოვსკისთან გაუმართლა და მაქსთან ჩხუბსაც ამიტომ არიდებს თავს", - პიმბლეტი თოფურიაზე

"ვოლკანოვსკისთან გაუმართლა და მაქსთან ჩხუბსაც ამიტომ არიდებს თავს", - პიმბლეტი თოფურიაზე
3-07-2024, 16:37
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ბრიტანელმა მებრძოლმა პედი პიმბლეტმა ილია თოფურიაზე ისაუბრა და ქართველის ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გამარჯვებას გამართლება უწოდა.

გარდა ვოლკანოვსკისთან შეხვედრისა, პედი ილიას სავარაუდო მომდევნო მეტოქეს და ბრძოლასაც შეეხო და განაცხადა, რომ "მატადროს" მაქს ჰოლოუეისთან ჩხუბის ეშინია.

"ყველა მაქსის გამარჯვებას ვარაუდობს და ილიას მასთან ჩხუბის ეშინია. არ უნდა მაქსს ეჩხუბოს, რადგან წინასწარ იცის რაც მოხდება. ვოლკანოვსკის იდეალურ დროს შეხვდა - ჩხუბამდე 10 კვირით ადრე ის დანოკაუტებული იყო. სიმართლე რომ ვთქვათ, თოფურიას უბრალოდ გაუმართლა", - განაცხადა პიმბლეტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი