საფრანგეთის ლიგა 1-ში აღზევებული სენტ-ეტიენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაძლიერებას გეგმავს.
Foot Mercato-ს ინფორმაციით, ფრანგული კლუბი ბორდოსთან საქართველოს ნაკრების შემტევის, ზურიკო დავითაშვილის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
წყაროს მტკიცებით, სენტ-ეტიენმა ბორდოს 23 წლის მოთამაშის სანაცვლოდ €5-6 მილიონის გადახდა შესთავაზა და ტრანსფერიც რეალურია, თუმცა ბორდოს ფეხბურთელს 6 მილიონს აფასებს და ტრანსფერისგან მაქსიმუმის მიღება სურს.
ცნობისთვის, დავითაშვილის ბორდო საფრანგეთის ლიგა 2-ში იასპარეზებს, მოთამაშეს კი კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.