ალავესი დატოვა - გიორგი გაგუას ახალი კლუბი ცნობილია » სპორტის ხაზი

ალავესი დატოვა - გიორგი გაგუას ახალი კლუბი ცნობილია

ალავესი დატოვა - გიორგი გაგუას ახალი კლუბი ცნობილია
3-07-2024, 12:13
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გაგუა კარიერას ხორვატულ "ისტრაში" გააგრძელებს.

ინფორმაციას ტრანსფერის თაობაზე თავად ფეხბურთელიც ადასტურებს სოციალურ ქსელში და წერს: "მომავალი სეზონიდან კარიერას ხორვატიის ისტრაში გავაგრძელებ"

ცნობისთვის, გაგუამ ალავესთან კონტრაქტი გაწყვიტა და ხორვატულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, ადგილობრივი მედია კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზად გიორგის არასაკმარის სათამაშო წუთებს ასახელებს.

გასულ სეზონში ისტრა ხორვატიის ჩემპიონატში მე-5 ადგილზე გავიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი