"ჩელსიმ" კიდევ ერთი ტრანსფერი დახურა » სპორტის ხაზი

"ჩელსიმ" კიდევ ერთი ტრანსფერი დახურა

"ჩელსიმ" კიდევ ერთი ტრანსფერი დახურა
2-07-2024, 18:40
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის "ჩელსიმ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ ერთი ტრანსფერი გააოფიციალურა. ლურჯების ახალი მთავარი მწვრთნელის, ენცო მარესკას ინიციატივით, ლონდონურ კლუბში გააგრძელებს კარიერას "ლესტერის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი კიერნან დიუსბერ-ჰოლი. 25 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა "ლესტერის" პრემიერლიგაში აღზევებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და "ჩელსის" მისი ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა.

საგულისხმოა, რომ დიუსბერ-ჰოლი მარესკას ფორმაციის "ლესტერში" შეუცვლელი ფიგურა იყო და გასულ სეზონში მის ანგარიშზე 44 თამაშში 12 გატანილი გოლია. საინტერესოა, რომ ამ ორ კლუბს შორის საკმაოდ მეგობრული ურთიერთობაა. 2016 წლიდან მოყოლებული "ჩელსიმ" "ლესტერიდან" არაერთი ფეხბურთელი წაიყვანა (ნგოლო კანტე, დენი დრინქვოთერი, ბენ ჩილუელი, ვესლი ფოფანა).

აქვე გეტყვით, რომ აქამდე ლონდონურმა კლუბმა "ფულჰემის" მცველი ტოსინ ადერაბიო უფასოდ დაიმატა, "ბარსელონადან" კი, 6 მილიონის სანაცვლოდ ახალგაზრდა თავდამსხმელი მარკ გუი შეიძინა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი