საქართველოს ნაკრების 33 წლის მცველის გიორგი გველესიანის სახელი ინდონეზიის ჩემპიონ პერსიპ ბანგუნდს დაუკავშირეს - ინფორმაცია შესაძლო ტრანსფერზე jabar.tribunnews-მა გაავრცელა.
წყარო ტრანსფერის სხვა დეტალებს არ ამხელს, თუმცა აღნიშნავს, რომ ინდონეზიური კლუბი ახალი სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავს და მოლაპარაკებებს რამდენიმე უცხოელ მოთამაშესთან აწარმოებს, ერთ-ერთი მათგანი კი გველესიანია.
ცნობისთვის, გიორგი ამჟამად ირანული პერსოპოლისის ღირსებას იცავს.