საკალათბურთო ნაკრებმა პირველი ვარჯიში ჩაატარა - მზადება ისლანდიასთან მატჩისთვის » სპორტის ხაზი

საკალათბურთო ნაკრებმა პირველი ვარჯიში ჩაატარა - მზადება ისლანდიასთან მატჩისთვის

საკალათბურთო ნაკრებმა პირველი ვარჯიში ჩაატარა - მზადება ისლანდიასთან მატჩისთვის
9-11-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანსიასთან მატჩამდე პირველი ვარჯიში გამართა. ჩვენი ნაკრები 9 ნოემბერს სულ ორ ვარჯიშს ჩაატარებს. პირველად 'ლაუგარდალსჰოლში', ხოლო საღამოს 'დრეიდაბლიკის' დარბაზს ესტუმრება. რეიკიავიკში მყოფი ცამეტივე კალათბურთელი მწყობრშია, ტრავმა და ტკივილები არც ერთს აწუხებს. ეროვნულ გუნდს თორნიკე შენგელია 10 ნოემბერს შეუერთდება - (თორნიკეს 9-ში ნაკრების კაპიტანს ევროლიგაზე უწევს თამაში, რის შემდეგაც პირდაპირ ისლანდიისკენ გამოფირნდება).

საკალათბურთო ნაკრებმა პირველი ვარჯიში ჩაატარა - მზადება ისლანდიასთან მატჩისთვის

ნაკრებმა პირველი ვარჯიში ჩაატარა

'რეიკიავიკში ისლანდიასთან სათამაშოდ ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კლუბ „დრეიდაბლიკის“ დარბაზში ივარჯიშა. ვარჯიშს უფრო მოთელვითი და აღდგენითი ერქვა, თუმცა ილიას ზუროსმა იგი საკმაოდ ყაირათიანად გამოიყენა და გუნდი ტაქტიკურ მონახაზზე, კომბინაციების დამუშავებაზე ავარჯიშა.'


მაკფადენი ნაკრების ვარჯიშზე

შეგახსნებთ იმასაც, რომ ილია ზუროსის ბიჭები ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მე-4 ადგილზე 9 ქულით იმყოფებიან. ნაკრებს ისლანდიასთან მოგება სჭირდება, რადგან ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ საუკეთესო სამი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი