საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია

საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია
1-07-2024, 22:38
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების სერბმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის საბოლოო, 12-კაციანი განაცხადი დაასახელა.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გასამართ ტურნირში საქართველოს ნაკრები შემდეგი კალათბურთელებით გაემგზავრა: რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, ჯო ტომასონი, ილია ლონდარიძე, გოგა ბითაძე და ლუკა მაზიაშვილი.

ჩვენი ნაკრები A ჯგუფში მასპინძელ ლატვიასა და ფილიპინებს დაუპირისპირდება. პირველ მატჩს ჯიკიჩის გუნდი, ხვალ 20:00 საათზე ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. ლატვიაში გაიმართება ასევე B ჯგუფის მატჩებიც, სადაც თავი მოიყარეს ისეთმა ნაკრებებმა როგორებიც არიან, ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი. გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა, რომლებიც ჯვარედინი პრინციპით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ოლიმპიადის საგზურს კი ჩემპიონი გუნდი მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში სამი ამხანაგური მატჩი გამართა, საიდანაც მხოლოდ ერთი მოიგო (ეგვიპტესთან 78-46), ორ შემთხვევაში კი დამარცხდა (იტალიასთან 79-68, კამერუნთან 66-67)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი