ცნობილია - როდის ჩამოფრინდება ნაკრები საქართველოში » სპორტის ხაზი

ცნობილია - როდის ჩამოფრინდება ნაკრები საქართველოში

ცნობილია - როდის ჩამოფრინდება ნაკრები საქართველოში
1-07-2024, 21:32
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მოახერხა და ურთულესი ჯგუფიდან გავიდა, საბოლოოდ კი 1/8 ფინალურ ეტაპზე ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, ესპანეთთან დამარცხდა.

წარმატებული შედეგი რომ დავივიწყოთ, სანიოლის გუნდმა კარგი, გამართული ფეხბურთი ითამაშა, რითაც ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, უცხოელების გულიც მოიგო.

ჯვაროსნები სამშობლოში ბრუნდებიან, პარალელურად კი სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როგორც მოსალოდნელი იყო გუნდს აეროპორტში ქომაგები დახვდებიან.

Geo Team-ის ინფორმაციით, ჩვენი ნაკრები საქართველოში დილის 07:30 საათზე ჩამოფრინდება.

"საქართველოს ნაკრების თვითმფრინავი თბილისში 2 ივლისს, 07:30 საათზე ჩაფრინდება - დანარჩენი თქვენზეა", - წერს Geo Team.

ცნობისთვის, სანიოლის გუნდი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფიდან გავიდა და ურთულეს მეტოქესთან, ესპანეთის ნაკრებთან 1/8 ფინალურ ეტაპზე 4:1 დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი