საქართველოს ნაკრები უეფასგან სოლიდურ თანხას მიიღებს » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრები უეფასგან სოლიდურ თანხას მიიღებს

საქართველოს ნაკრები უეფასგან სოლიდურ თანხას მიიღებს
1-07-2024, 21:24
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ევრო 2024 გუშინ კიოლნში დასრულდა, სადაც ჩვენი ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ ესპანეთთან 4-1 დამარცხდა. ყველაფრის მიუხედავად "ჯვაროსნებისთვის" სადებიუტო ჩემპიონატი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ევროპული პრესისგან და გულშემატკივრებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.

თუმცა, გარდა კომპლიმენტებისა და იმ აღიარებებისა, რომელიც ჩვენი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა სრულიად სამართლიანად მოიპოვა, გულშემატკივრებისთვის საინტერესო იქნება თუ რა თანხის გამომუშავება შეძლო საქართველოს ნაკრებმა აღნიშნულ ტურნირზე.

ზოგადად ტურნირში მონაწილეობისთვის ჩვენი ნაკრებისა და ფედერაციის ბიუჯეტი 9.25 მილიონი ევროთი შეივსო, ამას დაემატა დამატებით ნახევარი მილიონი ევრო ჩეხეთთან ქულის მოპოვებით, ხოლო პორტუგალიასთან ჩვენმა ნაკრებმა ჯამში 2.5 მილიონ ევრო მიიღო (1 მილიონი გამარჯვებისთვის, 1.5 მილიონი მერვედფინალში გასვლისთვის). საბოლოოდ კი, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე, მაგრამ ჩვენთვის უკვე დასრულებულ ტურნირზე 12.25 მილიონი ევროს გამომუშავება შეძლო, რაც დებიუტანტი გუნდის კვალობაზე იდეალური შედეგია.

აქვე გეტყვით, რომ ჯამში ევრო 2024-ის საპრიზო ფონდი 331 მილიონ ევროს შეადგენს, ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა გამარჯვებული გუნდი მიიღებს, რომლის ბიუჯეტიც 28.25 მილიონი ევროთი შეივსება


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი