რომაულ გრანდს ქოჩორაშვილის წაყვანა სურს - ცხელი ამბები იტალიიდან » სპორტის ხაზი

რომაულ გრანდს ქოჩორაშვილის წაყვანა სურს - ცხელი ამბები იტალიიდან

რომაულ გრანდს ქოჩორაშვილის წაყვანა სურს - ცხელი ამბები იტალიიდან
1-07-2024, 15:40
Aa Aa
გაზიარება:

La Stampa-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერით ორი იტალიური კლუბია დაინტერესებული.

როგორც ვკითხულობთ, საქართველოს ნაკრების საყრდენით ლაციო და ტორინო განსაკუთრებით მოიხიბლნენ, რაც გიორგის გასაოცარმა პერფორმანსმა განაპირობა.

სხვათა შორის, გამოცემა იმასაც წერს, რომ ამ ორ კლუბს შორის ქოჩორასთვის ბრძოლაში ფავორიტი რომაული ლაციოა, რომელიც ამ ზაფხულს კიდევ სხვა არაერთი ფეხბურთელის დამატებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ კარიერის ამ ეტაპზე ქოჩორაშვილი ესპანურ ლევანტეში თამაშობს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ გიორგი ლა ლიგა 2-ის გუნდში დიდი ხნით დარჩეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი