მხოლოდ რუსმა მეკარემ გაუსწრო - გიორგის ევროზე ისტორიული სტატისტიკა აქვს » სპორტის ხაზი

მხოლოდ რუსმა მეკარემ გაუსწრო - გიორგის ევროზე ისტორიული სტატისტიკა აქვს

მხოლოდ რუსმა მეკარემ გაუსწრო - გიორგის ევროზე ისტორიული სტატისტიკა აქვს
1-07-2024, 10:45
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ესპანეთმა საქართველოს ევრო 2024-ის 1/8-ფინალში 4:1 მოუგო და მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდა, სადაც ის მასპინძელ გერმანიას შეხვდება.

ევროპის პირველობა არაერთი ქართველი ფეხბურთელისთვის გამოდგა წარმატების მომტანი და ბევრმა მათგანმა ისე ითამაშა, წესით, ზაფხულში ინტერესი არაერთი ახალი კლუბისგან უნდა მიიღონ.

ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელსაც გენიალური ევროპის ჩემპიონატი გამოუვიდა. ტურის სიმბოლურში მოხვედრასთან და მატჩის საუკეთესოს წოდების მიღებასთან ერთად ქართველმა სტატისტიკურად ნამდვილი საოცრება შექმნა და ევროს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა.

როგორც Opta-ს გამოქვეყნებულ სტატისტიკაში წერია, გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ის 4 შეხვედრაში 30 მოგერიების განხორციელება შეძლო, რაც ამავე ტურნირის ისტორიაში მე-2 საუკეთესო შედეგია! ქართველზე წინ მხოლოდ რუსი იგორ აკინფეევი დგას, რომელმაც 2008 წელს 32 სეივის შესრულება შეძლო.

რაც შეეხება ევრო 2024-ს, აქ მეორეზე ჯიჯი დონარუმა 14 მოგერიებითაა, მეკარე, რომელიც ტურნირს უკვე დაემშვიდობა და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გიორგის ეს მიღწევა რომელიმე მეკარემ გააუმჯობესოს. შესაბამისად, ქართველს აქვს შესანიშნავი შანსი, რომ ტურნირის საბოლოო სიმბოლურ ნაკრებში მოხვდეს და კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დააფიქსიროს!

მხოლოდ რუსმა მეკარემ გაუსწრო - გიორგის ევროზე ისტორიული სტატისტიკა აქვს


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი