UEFA: მერვედფინალისტებს შორის, განსაკუთრებით მათი გულშემატკივრების ხმა ისმოდა » სპორტის ხაზი

UEFA: მერვედფინალისტებს შორის, განსაკუთრებით მათი გულშემატკივრების ხმა ისმოდა

UEFA: მერვედფინალისტებს შორის, განსაკუთრებით მათი გულშემატკივრების ხმა ისმოდა
29-06-2024, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

UEFA-ს ოფიციალურმა გვერდმა საინტერესო სტატია განათავსა, სადაც აწ უკვე დასრულებული ჯგუფური ეტაპი მიმოიხილეს. მერვედფინალზე საუბრისას კი, ყურადღება ტურნირის დებიუტანტ ნაკრებს, საქართველოსაც დაეთმო:

იმ ნაკრებებს შორის, რომლებმაც მერვედფინალის საგზური მიიღეს, საქართველოს გულშემატკივართა ხმა განსაკუთრებით ხმამაღლა ისმოდა.
მათ ისე ემოციურად იზეიმეს პორტუგალიის ნაკრების დამარცხება და მერვედფინალში გასვლა, როგორც მაშინ, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველად მოხვდნენ.

საქართველო ამ ტურნირის დებიუტანტია, ხოლო სლოვენია კი, მერვედფინალში პირველად ითამაშებს. მათთან ერთად, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ამ ეტაპზე რუმინეთსაც ვიხილავთ.

საქართველო და სლოვენია ბრწყინვალე მაგალითები არიან იმ მცირე საფეხბურთო ერებისა, რომელთაც 16 საუკეთესოში ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატი სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება.

საქართველოს ამჟამინდელი წარმატება ევრო 2024-ზე, პატარა საფეხბურთო ქვეყნის განვითარების მაგალითია, რაშიც დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, ერთა ლიგას მიუძღვის
.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი