რამდენიმე წუთის დასრულდა სერია A-ს მე-14 ტურის შეხვედრა 'ნაპოლისა' და 'ემპოლის' შორის, ანგარიშით 2:0.
აღსანიშნავია, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდმა იტალიის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა მოიგო და მოგებათა სერია 14 მატჩამდე გაზარდა.
ამ გამარჯვებას სოციალურ ქსელში ქართველი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ.
- "ფაქტია, კვარას თამაში გუნდს აკლდა"
- "ბრავო ნაპოლი. 12-ში ხვიჩას გოლსაც ველიდები"
- " საშინლად ითამაშეს, 2 კაცი მიათრევს გუნდს კვარა და ოსიმენი.სპალეტიმაც უცნაური შემადგენლობა დააყენა"
- "ემპოლისთან, თან სახლში უკეთ უნდა ეთამაშათ, ცოტა გაუჭირდათ, ბოლო წუთამდე იმ ერთი პენალტის ამარა იყვნენ და ამის შემდეგ სპალეტას "ხვიჩა არ გვაკლია" მინიმუმ სასაცილოა"
- "ნაპოლის წარმატება კვარას წარმატებაცაა,წინ ნაპოლი სკუდეტოს მოსაგებად."
- "დამაჯერებელი გამარჯვება და სპალეტისგან კიდევ ერთხელ იმის ჩვენება, რომ ნაპოლის სათადარიგოთა სკამზე ღირსეული შემცვლელები ჰყავს!"
- "მოკლედ ამ როტაციით და ზედმეტი პროფესორობით სპალეტი ამ გუნდს დაღუპავს…და არ აღიარებით ლიდერების!!იმედია მიხვდა ვინ და რა აკლდა დღეს"
- "პენალტი არ იყო. ათკაციან ემპოლის გაჭირვებით მოუგეს"
შეგახსენებთ იმასაც, რომ 'ნაპოლი' 38 ქულით სერია A-ს ლიდერია. იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გამტანი კი გუნდის ფორვარდი, ვიქტორი ოსიმენია.